სასწავლო პროცესი და შეჯიბრების წესები
საბრძოლო სკოლის „ცოტნეიდელი“–ს სასწავლო პროცესი შემდეგ
სახეობებში ხორციელდება:
1.
კონტაქტური კარატე
2.
ჭიდაობა
3.
შერეული კონტაქტური ორთაბრძოლა
4.
ტამეშივარი (მყარი საგნების მტვრევა)
საბრძოლო ხელოვნების
სკოლის“ცოტნეიდელი“–ს შეჯიბრებები ტარდება თითოეულ სახეობაში ცალ–ცალკე, ასაკობრივი
ჯგუფებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით დადგენილი წესების თანახმად.
ყველა სახეობაში იკრძალება ის ილეთები, რომელთა
შესრულება მეტოქის სიცოცხლისათვის სადფრთხეს წარმოადგენს. ანუ კისრისა და კიდურების
მყისეური მოტეხვა, სხეულის დაუცველ ადგილებში, (როგორიცაა თვალები, ყელი , ხერხემალი,
საზანდული, ზურგი) დარტყმების მიყენება.
კონტაქტური კარატე
ამ დროს
ორთაბრძოლა სრული კონტაქტის ფორმით ტარდება და ამასთან ერთად ყოველგვარი პროტექტორების
(დამცავი საშუალებების) გარეშე, რის გამოც ის ძლიან უახლოვდება რეალურ ბრძოლას. ნებადართულია
ხელებით და ფეხებით ნებისმიეი დარტყმა. აკრძალულია ხელით პირდაპირი დარტყმა სახეში.
აგრეთვე ხელით და ფეხით დარტყმის მიყენება საზანდულში, ყელში, კეფაში, ზურგსა და ხერხემლის
მიდამოებში. კატეგორიულად აკრძალულია ორთაბრძოლის დროს ჭიდაობა და წაქცეულის ცემა.
ჭიდაობა
აქ დასაშვებია
ნებისმიერი ილეთის შესრულება, რომელიც ქართულ ჭიდაობაში ან ჭიდაობის საერთაშორისო სახეობაში
არ იკრძალება. შერკინება გრძელდება ჩოქბჯენშიც. გარდა ამისა დასაშვებია როგორც დგომში
ისე ჩოქბჯენში მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების შესრულება.
აკრძალულია
ყოველგვარი დარტყმები სხეულის ნებისმიერი ნაწილით. აკრძალულია ასევევ ისეთი მტკივნეული
ილეთები, რომლებიც კისრისა და კიდურების მოტეხვას იწვევს.
შერეული კონტაქტური
ორთაბრძოლა
ეს ორთაბრძოლა სრული კონტაქტის ფორმით ტარდება და აერთიანებს წინა ორ სახეობას
ანუ კონტაქტურ კარატეს და ჭიდაობას. ამ დროს აუცილებელია დამცავი საშუალებების ხმარება.
თავზე– დამცავი შლემი და ხელზე ისეთი ხელთათმანები რომლებიც თითებს არ ფარავს და საშუალებას
აძლევს მებრძოლს, ხელის ჩავლებით ილეთი შეასრულოს. ბრძოლის დროს დასაშვებია დარტყმების
მიყენება ხელიტ და ფეხით მოწინაამღდეგის სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული ადგილების
გარდა. დასაშვებია აგრეთვე თავით, მუხლით და იდაყვით სხეულის ნებისმიერ ადგილას შეტევის
განხორციელება. დასაშვებია საჭიდაო, მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება როგორც დგომში ასევე ჩოქბჯენში.
აკრძალულია დარტყმები საზანდულში, ყელში, კეფაში,
ხერხემლის მიდამოებში, დგომიდან წაქცეულის ცემა და თითებით თვალებში დარტყმის მიყენება.
ტამეშივარი (მყარი საგნების
მტვრევა)
აქ
შეჯიბრი ტარდება სხვადასხვა სახის და სისქის მყარი საგნების მტვრევაში– ხელით, ფეხით
ან თავის საშუალებით.