არასამეწარმეო იურიდიული
პირის საბრძოლო ხელოვნების სკოლის „ცოტნეიდელის”
წესდება
მუხლი 1.ზოგადი დებულება
1.1. არასამეწარმეო იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა–
საბრძოლო ხელოვნების სკოლა „ცოტნეიდელი“ (შემოკლებით „ცოტნეიდელი“)
1.2. „ცოტნეიდელი“ თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს
კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.3. „ცოტნეიდელი“ თავის საქმიანობას ახორციელებს განუსაზღვრელი
ვადით.
1.4. „ცოტნეიდელს“ აქვს ბეჭედი, საბანკო ანგარიშები
და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
1.5. „ცოტნეიდელი“ უფლებებს იძენს შესაბამის ორგანოში
რეგისტრაციის მომენტიდან.
1.6. „ცოტნეიდელი“–ს იურიდიული მისამართია – ხობი, ცოტნე
დადიანის ქ. N
მუხლი
2. „ცოტნეიდელის “ დაფუძნება.
2.1.საბრძოლო ხელოვნების სკოლის „ცოტნეიდელი“–ს დამფუძნებელია:
მალხაზ რობერტის ძე ბუბუტეიშვილი. (დაბ.1958 წ. 19 იანვარი,
უმაღლესი განათლებით პ/მ N “ბ“
1052197, პირადი ნომერი 58001000033 გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხობის
სამსახურის მიერ 21.06.2007 წ.)
მუხლი 3. „ცოტნეიდელის
“ მიზნები და ფუნქციები:
3.1. ცხოვრების
ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება
3.2. ქართული
მხედრული ტრადიციების აღორძინება. საბრძოლო ხელოვნების სისტემის დანერგვა–განვითარება.
3.3. მოსწავლეებში ხელი შეუწყოს შემოქმედებითი შესაძლებლობებისა
და ინტერესების განვითარებას.
3.4. ჩამოაყალიბოს და განავითაროს მოსწავლეებში ქცევის
ეთიკური ნორმები და ზნეობრივი პრინციპები, ხელი შეუწყოს მათი პიროვნების ყოველმხრივ
განვითარებას.
3.5. მოსწავლეებისათვის ეროვნულ–კულტურული მემკვიდრეობის,
ქართული მხედრული ტრადიციების გაცნობა–შესწავლა.
3.6. მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა საბრძოლო
ხელოვნების ცოდნის მიღებაში.
3.7. შიდა სასკოლო, რაიონული და რესპუბლიკური შეჯიბრებების და საჩვენებელი გამოსვლების მოწყობა საბრძოლო ხელოვნებაში.
3.8.რაიონის, მხარის და ქვეყნის გაცნობის მიზნით ლაშქრობებისა
და ექსკურსიის მოწყობა.
3.9. „ცოტნეიდელ“–ს უფლება აქვს განახორციელოს კანონით
აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს საქმიანობა მის
სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.
მუხლი 4. ხელმძღვანელობა
4.1. „ცოტნეიდელი“–ს დამფუძნებელი ნიშნავს და ათავისუფლებს საბრძოლო
ხელოვნების სკოლის დირექტორს.
4.2. დირექტორი
წარმართავს „ცოტნეიდელი“–ს საერთო საქმიანობას.
4.3. კანონმდებლობით
დადგენილი წესით დებს გარიგებებს და ხელშეკრულებეს „ცოტნეიდელი“–ს სახელით.
4.4. განკარგავს „ცოტნეიდელი“–ს ფინანსურ და მატერიალურ საშუალებებს.
4.5. ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის წინაშე.
4.6. ახორციელებს
„ცოტნეიდელი“–ს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიაონობას.
მუხლი
5. დაფინანსება
5.1. „ცოტნეიდელი“–ს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) გრანტების და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი.
ბ) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული
მოგება.
გ) საწევრო შენატანები.
მუხლი 6. „ცოტნეიდელი“–ს საქმიანობის აღრიცხვა
„ცოტნეიდელი“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესით აწარმოოს საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა–ანგარიშგება.
მუხლი 7. კონტროლი
საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის კონტროლი ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8.წესდებაში ცვლილებებისა და დამატების
შეტანის წესი:
წესდებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხდება დამფუძნებლის მიერ.
მუხლი 9. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
9.1. საბრძოლო ხელოვნების სკოლის „ცოტნეიდელი“–ს რეორგანიზაცია
ან ლიკვიდაცია ხდება დამფუძნებლის მიერ საერთო კრებაზე.
9.2. „ცოტნეიდელი“–ს
უფლებამოსილება წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.
9.3. „ცოტნეიდელი“–ს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება
და ფულადი სახსრები გადადის დამფუძნებლის საკუთრებაში.
დამფუძნებელი: მალხაზ ბუბუტეიშვილი.